გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ გოგი წულაიას მხრიდან ივანიშვილის ოჯახისთვის ბოდიშის მოხდა სამართლიანი იქნება. აღნიშნულზე ხვიჩიამ On.ge-სთან ისაუბრა.

"თქვენ გაქვთ უფლება მოხვიდეთ ჩემს კაბინეტთან და დედა მაგინოთ, ამის უფლება გაქვთ, ეს ხომ არის თქვენი გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თქვენ თუ დარწმუნდებით, რომ ეს ცუდი ქცევა იყო, ან არ შეეფერებოდა ადამიანურ მორალს, თქვენ ხომ მოხვალთ და ბოდიშს მომიხდით, ეს ხომ ბუნებრივი ამბავია? მეც რომ იგივე დამემართოს, ხომ იგივეს გავაკეთებ? ზუსტად ამ მიზეზის გამო უნდა გააკეთოს ეს გოგი წულაიამაც, ჩემი აზრით", — ამბობს ხვიჩია.

მისივე თქმით, განცხადებაზე ხელმოწერა ოპოზიციურ პარტიებს მისთვის არ შემოუთავაზებიათ და წულაიას საქმეს არ იცნობს საკმარისად იმისთვის, რომ ამაზე კომენტარი გააკეთოს.