ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა ან შეიძლება აღიძრას საქმე — კობახიძე
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით 20 ივნისის საქმეზე ამნისტია უნდა შეეხოს ყველას — მათ ვის წინააღმდეგაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მათაც, ვისზეც შეიძლება მომავალშიც აღიძრას.
"ჩვენ, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ თვითონ დოკუმენტის ტექსტით და არა მარტო ტექსტით — შინაარსზე იყო გაკეთებული განმარტებები ელჩების მხრიდან და დანიელსონის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამნისტიის შესახებ კანონზე. შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც არის დაკავშირებული ამ მოვლენებთან [20 ივნისის საქმე], ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედთან საუბრისას.
კობახიძე, ასევე, ამბობს, რომ რადგან ამნისტია ეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, იგი უნდა შეეხოს ყველა სხვასაც.
"რაც შეეხება ნიკანორ მელიას, ყველაზე მძიმე დანაშაული 20 ივნისის ღამეს აქვს სწორედ მას ჩადენილი. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, ბუნებრივია ეს უნდა შეეხოს ყველა სხვასაც, ვისაც შეიძლება რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი იმ ღამეს", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილი დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ამნისტირებაზეა საუბარი, განსხვავებული ინტერპრეტაციები ვრცელდება.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ამნისტია არ შეეხებათ მათ, ვინც უკვე არაა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. რაც შეეხება სამართალდამცველებისთვის ამნისტირებას, ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ იგი სამართალდამცველებსაც უნდა შეეხოთ, ოპოზიცია ამას ეწინააღმდეგება. ამ ამბავს გამოეხმაურნენ თავას 20 ივნისს დაზარალებულები, რომელებიც ამბობენ, რომ პარტიებს არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, შეწყდეს თუ არა საქმეების განხილვა.
სამართალდამცველები ამნისტირებას დაუშვებლად მიიჩნევენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი — ორგანიზაციები, რომლებიც 20 ივნისს დაზარებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ როგორც საქართველოში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
გაიგეთ მეტი:
- 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ — მელია
- იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია, "ოცნებას" საკითხზე სუბიექტური ინტერესი არ გააჩნია — თალაკვაძე ამნისტიაზე
- აგერ მე და აგერ თქვენ, ყველა პუნქტი სათითაოდ შესრულდება, მე ვარ ამის გარანტი — ვაშაძე მიშელის დოკუმენტზე
- ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ამნისტია ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს — ოხანაშვილი
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები