ოპოზიციის განცხადებას პოლიტიკოს გოგი წულაიასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ინდივიდუალურად ემიჯნება.

"როგორც პარტიის წევრი ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას", — წერს ის.

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და არ აპირებენ ავტომატურად ეჭვქვეშ დააყენონ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, თუმცა წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს, ვინაიდან ანალოგიური ბრალდებების დროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება.