იტალიის ქალაქ კატანძაროში მდებარე საავადმყოფოს ერთმა თანამშრომელმა ხანგრძლივი არდადეგები მოიწყო და სამსახურში 15 წლის განმავლობაში არ გამოცხადებულა. საჯარო მოხელე საავადმყოფოში სამუშაოს შესასრულებლად ბოლოს 2005 წელს გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ამ წლების განმავლობაში იგი ხელფასს მაინც იღებდა.

დასაქმებულს ბრალად თაღლითობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება. ამ პერიოდის განმავლობაში მან ხელფასის სახით $600 000-ზე მეტი მიიღო.

ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება მუქარის მუხლითაც მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებით, კაცი დაემუქრა მენეჯერს, რომელსაც სამსახურის გაცდენის გამო მისთვის ოფიციალური გაფრთხილების მიცემა სურდა. ახალი მენეჯერის მოსვლის შემდეგ კი კაცის მიერ სამსახურის გაცდენა ვერცერთმა უწყებამ ვეღარ შენიშნა. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება კიდევ 6 მენეჯერის მიმართ მიმდინარეობს.