საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრას შეუერთდა.

მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის შეხვედრა სასულიერო პირებთან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით 11 საათზე დაიწყო.

ილია მეორე გერმანიიდან გუშინ, 20 თებერვალს საღამოს ჩამოვიდა. ბერლინში მან ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა.

საქმე ეხება 2017 წლის 10 თებერვალს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. პროკურატურის განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

გაიგეთ მეტი: ციანიდის საქმე