იმ დარბაზში ყველაზე ამაყი და თავაწეული ვიდექი მე — ელისაშვილი მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალზე
პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიისას ყველაზე ამაყი და თავაწეული თავად იყო.
"იმ დღეს, იმ დარბაზში, რა ვქნა, ვიტყვი ამას ხმამაღლა, იმ დარბაზში ყველაზე ამაყი და თავაწეული ვიდექი მე. გინდა ეწყინოთ, გინდა ნუ ეწყინებათ — ვიდექი იმიტომ, რომ იმ ჯოჯოხეთს გავუძელი, იმიტომ, რომ ვიცოდით რომ მაგ დღემდე უნდა მოვსულიყავით", — განაცხადა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
მან ისაუბრა პერიოდზე, როცა პარლამენტში შესვლის გამო სხვა ოპოზიციონერი ლიდერები აკრიტიკებდნენ.
"ერთი სული მაქვს ყველას დავუბრუნო ხურდა და გავცე საკადრისი პასუხი, მაგრამ, არ გამოდის. ქვეყნისთვის იქნება ცუდი. ძალიანაც მართლები ვართ და ცამდეც მართლები ვართ მეც, ლევანიც და ჩვენი პარტიაც.
გული მიჩუყდება ახლა რომ მახსენდება იმ ჯოჯოხეთურ დღეებში და კვირებში, რაც გავიარეთ ჩვენ, როგორ ვამხნევებდით ერთმანეთს. მთელი ჩვენი გუნდი. როგორ ვამხნევებდით, იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ. თან, აბსოლუტურად დაუმსახურებლად რომ გაყენებენ, ეს ოხერი, შეურაცხყოფას, როგორი მოსასმენია?! თან რომ იცი, რომ მერე ისინიც იმას გააკეთებენ, რასაც შენ აკეთებ. უბრალოდ, შენზე იწმენდენ ახლა ფეხებს. გიჭირს ემოციურად ადამიანს", — ამბობს ელისაშვილი.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ონლაინ-რეჟიმში თავად მიშელიც დაესწრო.
გაიგეთ მეტი:
- ევროკავშირი გეუბნება, გადავიხდით გირაოს ვითარების განმუხტვისთვისო, სად ზიანდება ვინმეს ღირსება?! — ელისაშვილი მელიას
- ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა საკითხი მარტო ნიკა მელიას თემაზე ვერ დავიდოდა — ხაზარაძე
- წაყენებული პირობების შესრულების შემდეგ, ზურაბიშვილი მზადაა გამოსცეს გიორგი რურუას შეწყალების აქტი
- აგერ მე და აგერ თქვენ, ყველა პუნქტი სათითაოდ შესრულდება, მე ვარ ამის გარანტი — ვაშაძე მიშელის დოკუმენტზე
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
კომენტარები