საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია On.ge-ს სააგენტოს პრესსამსახურში დაუდასტურეს და მიზეზად "პირადი გადაწყვეტილება" დაასახელეს.

ნიკოლოზ ანთიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში, სხვადასხვა თანამდებობაზე 2009 წლიდან მუშაობდა, გენერალური დირექტორის პოსტს კი 2014 წლიდან იკავებდა.