გაუგებარია თავდასხმა ადამიანებისგან, რომელთაც ენმ-სთვის მეათასედიც არ გაუკეთებიათ, რაც ვაშაძეს ან მე — სამადაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ თავდასხმა იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობისთვის იმის "მეათასედიც" არ გაუკეთებიათ, რაც ვაშაძეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ზე, ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა.
"გრიგოლ ვაშაძე მოვიდა პარტიაში ძალიან რთულ მომენტში, მან ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მათ შორის, უპრეცედენტო ელექტორალური წარმატების უზრუნველყოფაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და ჩემთვის ახლა გაუგებარია იმ ადამიანების მხრიდან თავდასხმა გრიგოლ ვაშაძეზე — "რა უფლება აქვს მას მოაწეროს ხელი ამ შეთანხმებას" — რომლებსაც, მე მგონი, ერთი მეათასედიც არ გაუკეთებიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, რაც ან გრიგოლ ვაშაძეს აქვს გაკეთებული ამ პარტიისთვის ან მე. განსხვავებით სხვებისგან, როდესაც სხვები გარბოდნენ, ჩვენ ამ პარტიაში მივედით და ამ პარტიას დავეხმარეთ", — თქვა მან.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ონლაინ-რეჟიმში თავად მიშელიც დაესწრო.
დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი თქვეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ. ასევე, ლეიბორისტულმა პარტიამ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ პარტიებიდან ცალკეულმა დეპუტატებმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე მოაწერეს.
გაიგეთ მეტი:
- უსუფაშვილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
- სახელმწიფო დეპარტამენტი დანარჩენ ოპოზიციას შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს
- შეთანხმების დადებითი მხარე ისაა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს — კობახიძე
- 27 აპრილს ოპოზიცია პარლამენტში შევა, ამნისტიის კანონი დარეგისტრირდება და რურუას შეიწყალებენ
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები