8 შთამაგონებელი ფილმი გარდამტეხი გადაწყვეტილების მიღებაზე
ადამიანებს შეცდომების დაშვების შიში იმდენად გვბოჭავს ხოლმე, რომ ხშირად სულ მცირე წვრილმანზეც კი გადამეტებულად ვიჭყლეტთ ტვინს: რა არის უკეთესი? სხვები რას იფიქრებენ? რომ არ გაამართლოს? — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გულის გამაწვრილებელი კითხვებისა, რომლებიც ყოველდღიურობაში გვაფერხებს.
ამის გამო ხშირად სიახლეებს გავურბივართ: დინებას მივყვებით და გვგონია, რომ ჩვენი არსებობა სულ ეს არის, არც კი ღირს სამსახურის, პროფესიის ან სულაც საყვარელი ფლეილისტის შეცვლაზე ფიქრი. ეს ერთი მხრივ გასაგებია, რადგან საზოგადოება მარცხს არ გვპატიობს და ჩვენი შინაგანი ხმაც იმას ჩაგვჩურჩულებს, რომ გარისკვა არ ღირს.
არადა, თუ გაჩერდები, ხომ ვეღარასდროს გაიგებ, რა შესაძლებლობებს გიმზადებდა ცხოვრება? ხანდახან სრულიად უმნიშვნელო გადაწყვეტილებასაც კი შეუძლია, პიროვნების ადგილი საზოგადოებაში რადიკალურად შეცვალოს.
იმის დასადასტურებლად, რომ საუკეთესო შედეგს მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც სიახლეებს არ უშინდებიან და სულ წინ მიდიან, რამდენიმე ცნობილი ფილმის მაგალითს წარმოგიდგენთ.
1. ინტერსტელარი
სხვა უამრავ რამესთან ერთად ეს ფილმი კარგად გვაჩვენებს, თუ რა მძიმე, რთული და დრამატული შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება: ზუსტად არასდროს იცი, რა იქნება ამის ფასი. სანაცვლოდ არც ის გეცოდინება ბოლომდე, თუ რა შედეგს მიიღებ, მიზანს რომ მიაღწევ. ინტერსტელარი კი სწორედ მიზნის დასახვის, მისი მიღწევის პროცესისა და საბოლოო შედეგების მომკის მნიშვნელობაზე დაგვაფიქრებს.
2. ზოდიაქო
როცა კონკრეტულ მიზანს დაისახავ, იქამდე მისასვლელ გზაზე, შეიძლება, უამრავი დაბრკოლება შეგხვდეს და ხელის ჩაქნევაც კი მოგინდეს. თუმცა თუ ზუსტად იცი, რა გინდა, რისთვის დახარჯე მანამდე უამრავი დრო და ენერგია, მაშინ თუნდაც საბოლოო შედეგი სხვებისთვის ხილული არ იყოს, იმისთვის მაინც უნდა იბრძოლო, რომ საკუთარ თავთან იყო მართალი. დევიდ ფინჩერის ამ ფილმის მთავარი გმირი — ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, თუმცა შესაშური ნებისყოფის მქონე რობერტ გრეისმითიც სწორედ ამაში დაგარწმუნებთ.
3. მოსამსახურე
ხანდახან შეიძლება იფიქრო, რომ ცვლილებები შეუძლებელია და ყველაფერი მომავალშიც ისე იქნება, როგორც აქამდე იყო. ამას ხშირად ის ადამიანებიც გვიმეორებენ, რომელთაც არაფრის შეცვლა არ აწყობთ, რადგან ეს მათ აშინებთ. თუმცა თუ მაინც ეცდები, რომ სხვების წინააღმდეგობა გადალახო და საკუთარ თავში დინების საწინააღმდეგოდ გასაცურად საკმარისი გამბედაობა გამონახო, მაშინ შეიძლება შემდეგ მთელი მდინარეც შენ გამოგყვეს. ასეთი ცვლილებების დასაწყისზე გვიამბობს სწორედ ფილმი მოსამსახურე.
4. მინარი
გადაწყვეტილების მიღებას ყოველთვის თან ახლავს რისკი: გარანტირებულად ვერასდროს გეცოდინება, რა მოჰყვება შენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს. მეტიც, ხანდახან იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი დაინახო, მოცდა გჭირდება. და აი, სწორედ ამ დროს არ უნდა გადაუხვიო არჩეული გზიდან, თორემ, შეიძლება, სანუკვარი ოცნების ასრულების შანსიც საბოლოოდ გაუშვა ხელიდან. სწორედ ასეთი ოცნების ახდენისთვის ბრძოლაზე გვიყვება ფილმი მინარი ერთ ზღაპრულ ამბავს.
5. გოგონა მატარებელში
ეს ფილმი კარგად გვაჩვენებს, რომ შესაძლოა ჩვენი რწმენა, შეხედულებები და მიღებული გადაწყვეტილებები სხვებისთვის უმნიშვნელო, არასერიოზული და უინტერესო იყოს. მსგავსმა გარემოებებმა, შეიძლება, საკუთარ თავშიც კი დაგაეჭვოს, თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ გარდამტეხი ცვლილებები სწორედ ასეთი სიმტკიცის გამოცდის შემდეგ ხდება.
6. ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
ჰარი პოტერის ფილმების სერია, ზოგადად, თავისი ჯადოსნური სამყაროთი და ერთმანეთზე უფრო მრავალფეროვანი პერსონაჟებით გამოირჩევა, თუმცა მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას სევერუს სნეიპი იქცევს — პერსონაჟი, რომელიც ყველას დიდი ხნის განმავლობაში ანტიგმირი ეგონა, თუმცა, სინამდვილეში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოუდგენელი სიმამაცის, ერთგულებისა და კეთილშობილების გამოხატულება იყო.
7. მულანი
მულანის ისტორია კარგად გვაჩვენებს, რომ თუ ყველაფერს მზამზარეული მიიღებ და არ ეცდები, საკუთარი ბედი თავად განსაზღვრო, მაშინ დიდია შანსი, რომ საშინლად მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრებით იცხოვრებ. ხოლო თუ სანატრელ მიზნებს ჩაებღაუჭები, საკუთარი თავის რწმენას დაიბრუნებ და სავარაუდო მარცხზე ფიქრი არ შეგაშინებს, მაშინ არა მარტო შენი, არამედ სხვების ცხოვრებაც კი შეიძლება შეცვალო, რადგან სწორედ ასე ხდებიან გმირები.
8. ფორესტ გამპი
და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ფორესტ გამპი — პერსონაჟი, რომელიც, ალბათ, საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ არ უნდა გაჩერდე. მიუხედავად იმ უამრავი დაბრკოლებისა, რაც მას ცხოვრების ყველა ეტაპზე შეექმნა, არც ერთხელ დაუხევია უკან და ყოველთვის ცდილობდა, მომავალს უძრავად კი არ დალოდება, არამედ მედგრად და პირისპირ შეხვედროდა.
საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ნებისმიერი ადამიანის საუკეთესო გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და მის აღსრულებაში ეხმარება. ამასთან დაკავშირებით ახალი ვიდეორგოლიც გამოვიდა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ და თან გახსოვდეთ: საუკეთესო გადაწყვეტილებაა, არ გაჩერდე.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები