თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იქნება. უწყების ინფორმაციით, იგი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და სამინისტროში, სწორედ იურიდიულ დეპარტამენტს გაუწევს კურატორობას. მისი საკურაციო მიმართულებები იქნება ასევე, ადამიანური რესურსები და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ პოსტს რატი ბრეგაძე იკავებდა, რომელიც 1-ელ აპრილს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის ახალ მოადგილეს იურიდიული განათლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში აქვს მიღებული.