ხვალ, 22 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლო მანდატების არშეჩერების შესახებ ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელს განიხილავს. სხდომა 12:00 საათზე დისტანციურად გაიმართება.

"აღნიშნულ საქმეში სადავოდაა გამხდარი პარლამენტის ის დადგენილებები, რომლითაც მოსარჩელებს უარი ეთქვათ პარლამენტის წევრობის საკუთარი განცხადების საფუძვლად შეწყვეტასთან დაკავშირებით", — აცხადებს კონსტიტუციური თავისუფლების კუთხე, რომელიც საქმეში ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს იცავს.

აღნიშნულს გამოეხმაურა ჯაფარიძეც. მისი თქმით, "ხვალ უნდა ამტკიცოს, რომ კობახიძის მონა" არ არის.

განსახილველ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2 თებერვლის დადგენილებების კონსტიტუციურობა. აღნიშნული დადგენილებებით, საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც ისინი ითხოვდნენ პირადი განცხადების საფუძველზე. გირჩი — მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, მანდატების არშეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 8 თებერვალს გაასაჩივრა.