TDI: ეკა ბესელიას ინტერპრეტაცია კონფესიების საკონსტიტუციო სარჩელზე მცდარია
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად პარლამენტის დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება და მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სიფრთხილე და სიზუსტე გამოიჩინონ საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებული, ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზე მყოფი საქმეების შეფასებისას.
2017 წლის 19 თებერვალს, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში - იმედის დრო განაცხადა:
"საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი სარჩელი, სადაც პარლამენტის სახელით ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი იურიდიული კომიტეტის სპეციალისტები, წარმოადგენენ მოპასუხეს და იცავენ პოზიციას საპატრიარქოს სასარგებლოდ და მივიჩნევთ, რომ სარჩელი რომელიც ეხება სწორედ დაფინანსების და შეღავათების მოხსნას ეკლესიისთვის, საპატრიარქოსთვის, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ეს არ არის დასაბუთებული სარჩელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს".
TDI განმარტავს, რომ სარჩელით მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კანონმდებლობით უკვე დადგენილ საგადასახადო პირობებს საფრთხე არ ექმნება:
"რელიგიური ორგანიზაციების სარჩელით მოთხოვნილია, საგადასახადო კოდექსის კონკრეტული ნორმების (დაკავშირებული დამატებული ღირებულების, მოგების და ქონების გადასახადებთან) არაკონსტიტუციურად ცნობა, რაც, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოიწვევს სადავო ნორმების იმგვარ ფორმულირებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მსგავსად, შეძლოს საგადასახადო შეღავათებით თანასწორად სარგებლობა."
აღნიშნულ სარჩელზე 2017 წლის 11 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა და ამჟამად, სასამართლო მის არსებითად განსახილველად მიღების საკითხზე მსჯელობს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები