ჯანდაცვის მინისტრის მოადილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულამდე ჯერ 10 დღეა დარჩენილი, რის შუალედშიც შეიძლება, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეიცვალოს. მისი თქმით, დამატებით შეზღუდვების საკითხი, შესაძლოა, დადგეს.

"ჯერჯერობით, რაიმე გადაწყვეტილება, რომელიმე სახის აკრძალვაზე, თუმცა ჩვენ მანამდე გასავლელი გვაქვს თითქმის 10 დღე, ვიდრე მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე. ეს 10 დღე ხშირ შემთხვევაში, ცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს. ასე, რომ უნდა კიდევ ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები ეპიდემიური კუთხით, რომ დამატებით შეზღუდვებზე, შესაძლოა, დადგეს საკითხი. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრიცხავთ დღევანდელი მდგომარეობით", — თქვა მან.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. გარდა ამისა, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვა. ღიბრაძემ აღნიშნა, რომ გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი. ასევე, პირბადის ტარების წესის დაცვა.