კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება
კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს.
"მკაცრი შეზღუდვებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს ცხრა საათიდან ხუთ საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გარდა ამისა, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვა. ღიბრაძემ აღნიშნა, რომ გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი. ასევე, პირბადის ტარების წესის დაცვა.
მთავრობამ ხანდაზმულებსს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, საჯარო და კერძო სექტორს კი დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა კიდევ ერთხელ ურჩია.
კომენდანტის საათი უკვე მეექვსე თვეა მოქმედებს. მეორე ტალღისას, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 9 ნოემბერს დაწესდა. მაშინ საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურისას დაუშვეს, როცა ორი ღამით, 20 ნოემბრის 22:00 საათიდან 05:00-მდე და 21 ნოემბრის 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა გააუქმეს.
რამდენიმე დღეში, 28 ნოემბრიდან საბჭომ უფრო გაამკაცრა შეზღუდვა: გარეთ გასვლა 21:00 საათიდან აიკრძალა. ამის შემდეგ კომენდანტის საათი მხოლოდ ორჯერ მოიხსნა — ახალ წელს და შობის ღამეს.
კიდევ ერთი "შემსუბუქება" იყო 28 მარტს საქართველო ესპანეთის მატჩის ბილეთის მფლოებელებს ღამის 01:00 საათამდე ჰქონდათ გარეთ ყოფნის უფლება. იგივე უფლებებთი არ აღჭურვა საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანული თემი, რომლებმაც ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ღამით კომენდანტის მოხსნა ითხოვეს.
პროტესტის ნიშნად კომენდანტის საათი არაერთხელ დაარღვიეს. იმართებოდა საპროტესტო აქციები და მსვლელობები. აქტივისტების ნაწილი ქუჩაში ათევდა ღამეს როგორც თბილისში, პარლამენტის წინ, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, უმეტესად მათ არ აჯარიმებდნენ და მხოლოდ მეორე დღეს აქტივისტებს მისდიოდათ საჯარიმო ქვითრები. ისინი გადახდაზე უარს ამბობენ და ასაჩივრებენ.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები