სიახლე არაა ის ფაქტი, რომ ფილმები არარეალისტურ სტანდარტებს გვიყალიბებს ურთიერთობებზე, კარიერულ წარმატებაზე, გარეგნობაზე და ზოგადად ცხოვრებაზე.

თუ დაკვირვებულხართ, მეგ რაიანი ყოფილ შეყვარებულს ყოველთვის ბედნიერად შორდება, ტომ კრუზი სულმოუთქმელად დარბის, ისე რომ არასდროს იღლება და ფორსაჟის ფილმებში საწვავის ჩასასხმელად არასდროს ჩერდებიან. შეზღუდული ქრონომეტრაჟის გამო, ფილმში მოვლენები სწრაფად ვითარდება, მაგრამ ხანდახან მაინც გვიჩნდება იმის შეგრძნება, თითქოს სასტიკად მოგვატყუეს.

ამ სტატიაში 10 ისეთი ფაქტი შეგხვდებათ, რომელიც მხოლოდ ფილმებში ხდება და თან გულდასაწყვეტია, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ბევრად უფრო რთულია.

1. მშობიარობა 5 წუთი გრძელდება და ქალისთვის "ეს მარტივი ოპერაციაა"

ფოტო: Universal Pictures / Knocked Up

ზოგიერთ მათგანს, ბავშვის გაჩენის შემდეგ, მაკიაჟიც კი შენარჩუნებული აქვს.

2. მთავარი გმირი მაშინვე გალამაზდება, თუ სათვალეს მოხსნი და თმებს გაუსწორებ

ფოტო: Walt Disney Pictures / The Princess Diaries

ენ ჰეთეუეიდან დაწყებული სანდრა ბულოკით დამთავრებული ყველა ლამაზია, უბრალოდ სათვალე უკეთიათ და გაჩეჩილი თმები აქვთ.

3. USB-ის კომპიუტერში შესაერთებლად ერთი ცდაც კი საკმარისია

ფოტო: Gifer

სინამდვილეში მინიმუმ სამი ცდა გჭირდება.

4. შეხვედრაზე შესათანხმებლად ადგილი და დროის დაკონკრეტება საჭირო არ არის

SNL-ის ამ სკეტჩში ჩანს, რეალურად რა მოხდება თუკი ინფორმაციას არ დავაკონკრეტებთ.

5. მიმტანის ხელფასით შეგიძლია ქალაქის ცენტრში დიდი ბინა იქირაო

ფოტო: Warner Bros. Television/friends

ყველას აინტერესებს, როგორ ახერხებდა რეიჩელი, სერიალი მეგობრებიდან, ნიუ-იორკში ხელფასიდან-ხელფასამდე თავის გატანას.

6. პარიზში ნებისმიერი სასტუმროდან მუდამ ჩანს ეიფელის კოშკი

ფოტო: Netflix / Emily in Paris

არადა, შეიძლება მეტროს რამდენიმე ხაზის გამოცვლა დაგჭირდეს, რომ ეიფელის კოშკამდე მიაღწიო.

7. თუკი სარდაფიდან უცნაური ხმა გაიგე, აუცილებლად უნდა შეამოწმო რა ხდება, თანაც მარტომ

ფოტო: Wayans Bros. Entertainment / Scary Movie

რამდენჯერ გიყვირიათ ეკრანისთვის "მანდ ნუ ჩადიხააარ?"

8. თუკი ნამდვილი გმირი ხარ, ტყვია არასდროს მოგხვდება

ფოტო: 20th Century Fox / Die hard

იმდენი დაზიანება რომ მიგვეღო, რამდენიც ჯონ მაკლეინმა კერკეტ კაკალში მიიღო, ხუმრობის თავი ნამდვილად არ გვექნებოდა.

9. საჭირო არაა მანქანის მართვის დროს გზას უყურო

ფოტო: Universal Pictures / 2 Fast 2 Furious

რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ილეთის განმეორება რეკომენდირებული არ არის და კანონდარღვევაც კია.

10. გადატვირთულ ქალაქში პარკინგის ან საცობის პრობლემა არ არსებობს

ფოტო: Universal Pictures / Bruce Almighty

ალბათ, ერთხელ მაინც გინატრიათ საცობში ლოდინის დროს, კინოსამყაროს ფიზიკის კანონებს თქვენზეც ემოქმედა.

ბონუსი: სუპერგმირები რომანტიკულ კომედიებში

ამ ფილმში არამხოლოდ ეს ნახტომია არარეალისტური, ამ სიტუაციის მერე რომ ჯენიფერ ლოპესის გმირს თმაც კი არ აქვს აჩეჩილი, მეთიუ მაკკონაჰის გამოწკეპილი პერსონაჟი კი აუღელვებებელი და მშვიდი სახით შესციცინებს თვალებში.