პოპკორნით ხელში წამოკოტრიალებულს ფილმის სწრაფად შერჩევა გინდა. რა არის ყველაზე მარტივი გზა? რა თქმა უნდა, ფილმის აღწერის წაკითხვა. ფილმებს, ძირითადად, ერთმანეთის მსგავსი, სტანდარტული აღწერები აქვთ, რომლებიც მოქმედების ადგილსა და მთავარ პერსონაჟებზე მინიმალურ ინფორმაციას გვაწვდიან. მაგრამ რა მოხდებოდა, მოულოდნელად ვიღაცას ყველა პოპულარული ფილმისთვის აბსურდული და სასაცილო აღწერა დაერთო, თანაც ისე, რომ ერთი ტყუილიც კი არ ეთქვა?

ტელეწამყვანმა ჯიმი ფელონმა გულშემატკივრებს პოპულარული ფილმებისთვის სასაცილო და მოულოდნელი აღწერების მოფიქრება სთხოვა, ჰეშთეგით #DescribeAMovieBadly. მათაც არ დააყოვნეს და ტვიტერი კინომანების იუმორმა დაიპყრო.

გთავაზობთ ცნობილი ფილმების 13 გამორჩეულ და აბსურდულ აღწერას:

1. Spider-Man

ფოტო: Giphy

"თინეიჯერი იღვიძებს და აანალიზებს, რომ მისი სხეული იცვლება და წებოვანი თეთრი სითხის სროლა შეუძლია". — Thethelielama

2. Fast and Furious

ფოტო: Giphy

"მელოტი კაცი სხვა მელოტ კაცთან ერთიანდება, რათა სხვა მელოტ კაცს ერთად შეებრძოლონ". — Marisa_Rosie22

3. Frozen

ფოტო: Giphy

"ქალი შემთხვევით მომაკვდინებელი დიდი გამყინვარების მიზეზი ხდება და კაცობრიობის გადარჩენის მაგივრად, თავისთვის მაგარ კაბას ქმნის". — PattiMurin

4. The Silence of the Lambs

ფოტო: Giphy

"ახალგაზრდა ქალი პროფესიული რჩევისთვის მარტოსულ გურმანს მიმართავს". — Nerienis

5. Godzilla VS Kong

ფოტო: Giphy

"ხვლიკსა და მაიმუნს შორის გაუგებრობა მოხდა". — jimmyfallon

6. Cast Away

ფოტო: Giphy

"ტომ ჰენკსი კარანტინისთვის ემზადება". — Jamadagani

7. 2001: A Space Oddyssey

ფოტო: Giphy

"მეცნიერი კომპიუტერის გამორთვით, შემდეგ კი ჩართვით მის შეკეთებას ვერ ახერხებს" — TylerHughs

8. Fifty Shades of Grey

ფოტო: Giphy

"ეს ფილმი საღებავების ფერის არჩევაზე არაა". — CarlyDMayer

9. The Lord of the Rings

ფოტო: Giphy

"მოხუც კაცს 4 პატარა არსება გრძელ გზაზე სამკაულის დასაბრუნებლად მიჰყავს". — watchtheworldb1

10. Home Alone 2

ფოტო: Giphy

"დონალდ ტრამპი 3 წამის განმავლობაში ნორმალურად იქცევა". — grandezcloud

11. Pride and Prejudice

ფოტო: Giphy

"ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება. კაცი შეურაცხყოფას აყენებს ქალსა და მის ოჯახს, შემდეგ ქალს ცოლობას სთხოვს და გაოცებულია, როცა უარს იღებს. შემდეგ კიდევ უფრო გაოგნებულია, როცა ქალი თანხმდება. უი, და ფილმში ცეკვებიცაა". — musica1307

12. The Matrix

ფოტო: Giphy

"კომპიუტერების ღმერთი შერეულ საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება და რევოლუციას აწყობს". — Sampson12318

13. Harry Potter

ფოტო: Giphy

"ტიპი თინეიჯერის მოკვლას წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს, მას შემდეგაც კი, როცა მისი მოკვლა ჩვილობაში ვერ მოახერხა". — cheynebright98