ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 29 უნივერსიტეტს 16 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ფორტ ჰეიზის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1902 წელს დაარსდა (Fort Hays State University) მდებარეობს კანზასის შტატში, ქალაქ ჰეიზში . უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ასობით პროგრამასა და სასერთიფიკაციო კურსებს, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. მათი მიზანია, რომ შექმნან ხელმისაწვდომი და კომპეტენტური საგანმანათლებლო სივრცე იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურთ იყვნენ წარმატებული პროფესიონალები 21-ე საუკუნის ძალიან კონკურენტულ სამუშაო გარემოში.

უნივერსიტეტი შედგება ხუთი ძირითადი სკოლისაგან: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა, ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა, მედიცინის მეცნიერებათა სკოლა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლა და ტექნოლოგიისა და მათემატიკის სკოლა.

უნივერსიტეტი გამორჩეულია ცნობილი ონლაინ სწავლების მეთოდებითა და პროგრამებით. სტუდენტებს შეუძლიათ 200-მდე ონლაინ პროგრამის და სასერთიფიკატო კურსების გავლა, ინოვაციური სწავლების მეთოდებით.

სწავლის საფასური დამოკიდებულია კრედიტების რაოდენობაზე. საბაკალავრო საფეხურზე ერთი კრედიტის საფასურია $226.88, სამაგისტრო საფეხურზე 298.55, ბიზნესის მაგისტრატურის მიმართლებით $350, ხოლო დოქტორანტურის საფეხურზე $400. უნივერსიტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა ტიპისა და რაოდენობის დაფინანსებას.

უნივერსიტეტს აქვს 60-მდე სხვადასხვა მიმართულება საბაკალავრო საფეხურზე, როგორებიცაა: ბუღალტერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები, ისტორია, ჯანდაცვა, მარკეტინგი, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, და სხვა.

სამაგისტრო საფეხურზე ასევე 60-მდე პროგრამაა შეთავაზებული, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგიური კონსულტაცია (Counseling), განათლება, ისტორია და სხვა. სადოქტორო ხარისხის მოპოვება სტუდენტებს შეუძლიათ Nursing Practice-ის მიმართულებით (DNP).

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ფორტ ჰეიზის უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/