აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა, დაზარალებული სტატუსი მიანიჭეს. ორგანიზაცია უფლებების საქართველოსთვის ინფორმაციით, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაციაც.
გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.
აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 7 აპრილს აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა. 9 აპრილს მუხთარლი პროკურატურაში გამოიკითხა.
მუხთარლიმ გამოკითხვისას განმარტა, რომ გატაცებამდე, მისი და სხვა აზერბაიჯანელი დევნილების მიმართ, საქართველოში ხორციელდებოდა მუდმივი თვალთვალი და მიყურადება. მან გამოძიებას წარუდგინა იმ ორი პირის ფოტოსურათები, ვინც მას საქართველოში უთვალთვალებდა. გარდა ამისა, მუხთარლიმ დაასახელა ის აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებიც, ვინც მისი ინფორმაციით, მონაწილეობდნენ მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 15 აპრილს საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა, რა დროსაც მუხთარლიმ თავად აჩვენა გამომძიებლებს თბილისიდან მისი გატაცების ადგილი და ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილების მარშრუტი.
"ნათელია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით", — განმარტავს უფლებები საქართველოს იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი.
ამავე თემაზე:
"თავისუფლება" სამშობლოდან განდევნის ფასად — ინტერვიუ აფგან მუხთარლისთან
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
კომენტარები