Google Chrome-ის განახლება სულ ახლახანს გამოვიდა. Chrome 90-ში საკმაოდ საინტერესო, ახალი ფუნქცია გამოჩნდა და დღეს სწორედ მის გამოყენებას გასწავლით.

ჩვენ შეგვიძლია დავაკოპიროთ და პირდაპირ Gmail-ში ჩავაგდოთ ნებისმიერი ფაილი, რომელიც კომპიუტერში გვაქვს და მეილით გასაგზავნ ფორმატში ჯდება. ამისათვის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, Ctrl+C/Ctrl+V მალსახმობის კომბინაციაც საკმარისი იქნება, თუმცა მანამ სანამ ფაილების ქოფი-ფეისთს დავიწყებდეთ, ქრომში ეს ფუნქცია უნდა გავააქტიუროთ.

  • პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენ Google Chrome 90, ანუ პროგრამის ბოლო ვერსია გიყენიათ. ამის შესამოწმებლად შეგიძლიათ შეხვიდეთ მენიუში, შემდეგ ვპოულობთ Help-ს და ვნახულობთ About Google Chrome გვერდს.
  • თუ განახლება საჭირო გახდება, ქრომი ბრაუზერის დახურვასა და გახსნას მოგთხოვთ. ამის შემდეგ საძიებო ველში ჩააკოპირეთ ეს მისამართი — chrome://flags/#clipboard-filenames
  • თქვენ დაინახავთ პარამეტრს სახელად "Clipboard filenames" — მარჯვნივ იქნება ჩამოსაშლელი მენიუ. დააკლიკეთ მასზე ერთხელ და აირჩიეთ Enabled.

ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაარესტარტეთ ბრაუზერი, შემდეგ აირჩიეთ ნებისმიერი ფაილი თქვენი დესკტოპიდან, დააკოპირეთ და Gmail-ში, ახალი მეილის გასაგზავნ ფორმაში პირდაპირ Ctrl+V-ს საშუალებით ჩააგდეთ.

სულ ეს იყო, თუ ყოველდღიურად ბევრი მეილის წერა გიწევთ, იმედია ეს სიახლე თქვენს ცხოვრებას მცირედით მაინც გაამარტივებს.