საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სალომე სამადაშვილის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა "არაკოლეგიური" იყო. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ეს იყო არაკოლეგიალური ქმედება, ერთპიროვნულად არავინ არაფერი არ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩეველების მანდატების მატარებლები. მე როცა გამოვედი, მოვუწოდე ხალხს, რომ წავიდეთ ამაზე, არ მითქვამს, რომ მივდივართ ამაზე. ჩვენებმა უნდა გადაწყვიტონ, პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, უნდა გადაწყვიტოს ყველამ ერთად", — განაცხადა სააკაშვილმა.

მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა ენმ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შეთახნმებას ხელს აწერს, მის პირად ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერენ. მისი გადაწყვეტილება პარტიის სხვა წევრებმა არ გაიზიარეს.

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ სალომე სამადაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა რომ "სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია" რომ მელიას გამოშვების გარეშე არ აწერენ ხელს დოკუმენტზე. On.ge-სთან საუბრისას კი განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი თქმით იგი პარტიას არც პარლამენტში წარმოადგენს.

ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებამდე შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.