საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ღარიბაშვილს Covid-19 6 აპრილს დაუდასტურდა.