დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

20 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 663, ხოლო გარდაიცვალა — 10 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 22 256, PCR-ით — 8 684.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5,79%, ბოლო 7 დღის 3,92%, ბოლო 14 დღის კი 3,24%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 297 728-ს, გამოჯანმრთელდა — 282 237, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 959 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა;
  • აჭარა — 164;
  • იმერეთი — 96;
  • ქვემო ქართლი — 75;
  • შიდა ქართლი — 85;
  • გურია — 55;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 163;
  • კახეთი — 63;
  • მცხეთა-მთიანეთი — 33;
  • სამცხე-ჯავახეთი — 23;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 581, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი.

513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამასთან, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 308 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 17 389.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: