ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტიის ყოფილი ლიდერის, დავით ბაქრაძის მიერ ბოკერია ბაქრაძის მიერ დეპუტატის მანდატზე დათანხმებას არაკორექტულ საქციელს უწოდებს.

"ვიცი, რა ტიპის პროპაგანდა იყო. ვის აქვს მანდატი, ვის არა. ბუნებრივია, ბატონი ბაქრაძის საქციელი ძალიან არაკორექტულია, საკუთარი პარტიისა და საზოგადოების მიმართ, იმიტომ, რომ ჯერ არჩევნებამდეც შეთანხმება გვქონდა საჯარო, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში ლიდერები არ შედიოდნენ პარლამენტში. ეს მისი სიტყვებია და მერე თქვა საერთოდ პარტიული პოლიტიკიდან მივდივარო და ისედაც არ ვაპირებ პარლამენტში შესვლასო. ეს საქციელი არის, რა თქმა უნდა, არაკორექტული, მაგრამ ამაზე უფრო დიდი კონტექსტი ის არის, რომ ცალკეული ადამიანების მანდატი ხომ არ წყვეტს ამ პრობლემას", — განაცხადა ბოკერიამ პოლიტიკის ფორმულაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

ამ დროის მონაცემებით, დოკუმენტს ხელს აწერენ: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია, ასევე, ინდივიდუალურად აწერენ ხელს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი და ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. ამ ორი პარტიის სხვა წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის არ იმყოფებიან.

ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზეც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების წინადადება გაზიარებულია, თუმცა ნაცვლად 40%-სა, შემოთავაზებულია 43%. კერძოდ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება 2022 წელს, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს.

დოკუმენტი მოიცავს სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებსაც.

ამავე თემაზე: