პარტია ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი გადადეს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გაემგზავრებიან.

"ცხადია, ჩვენ გადავდევით ჩვენი ვიტიზი ბრიუსელში ერთი დღით. ხვალ შევხვდებით ბატონ შარლ მიშელს — ძალიან მნიშვნელოვანი არის მასთან ის საუბარი, რომელიც დაგეგმილია — და შემდგომ, ჩვენ ვიზიტს აუცილებლად განვახორიცელებ, ერთი დღის დაგვიანებით, ბრიუსელში", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში 20 აპრილს ჩამოვა. ეს გადაწყვეტილება მიშელმა მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს.

ლელოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ბრიუსელში გამგზავრება და საქართველოს პარტნიორებთან ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე საუბარი გასულ კვირას დააანანონსეს.

გაიგეთ მეტი: