სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთახნმების მიღწევას სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. მისი თქმით, შეუთანხმებლობით გამოწვეული შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნებოდა.

"მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა ნიშნავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ასევე, შეთანხმებაში მოყვანილი საკითხების (სასამართო, საარჩევნო რეფორმები, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება) კეთილსინდისიერ შესრულებაზე ძალიან მკაცრ ზედამხედველობას ევროკავშირის და ამერიკის მთავრობების მხრიდან", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა: ქართული ოცნება, ლელო, სრატეგია აღმაშენებელი, ორივე გირჩი, რესპუბლიკური პარტია. ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა და ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძე.

ხელმომწერებს შორის არ არიან ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია.

ამავე თემაზე: