ჭკვიანი მოწყობილობები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. სულ ცოტა ხნის წინ, ბაზარზე ჭკვიანი ბალიშებიც გამოჩნდა.

რას ნიშნავს ჭკვიანი ბალიში?

დინამიკები, Bluetooth, მასაჟორი და სენსორები, ეს ის ტექნოლოგიებია რაც ჭკვიან ბალიშშია ინტეგრირებული. რაში გვჭირდება ეს ყველაფერი? პასუხი მარტივია — კომფორტული ძილისთვის.

დედამიწაზე უამრავი ადამიანი იტანჯება უძილობით. მარტო აშშ-ში 70 მილიონ ადამიანს ძილის პრობლემები აქვს. სწორედ ამ პრობლემის შესამსუბუქებლად შეიქმნა ჭკვიანი ბალიშები.

ამ მხრივ დიდ ინტერესს AirCozy-ის ჭკვიანი ბალიში იწვევს. ის CES 2021-ზეც გამოჩნდა და ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. როგორც შემქმნელები ამბობენ, მათი ინოვაცია სპეციფიკურ მასაჟორშია, რომელიც ადამიანს ინდივიდუალურად ერგება. ის ზომაში იზრდება, პატარავდება და ფორმას იმის მიხედვით იცვლის, თუ როგორ გძინავთ და როგორ წევხართ. ის ამით იდეალურად ერგება როგორც თქვენს ხერხემალს, ისე თავს. ეს ყველაფერი მთლიანობაში ღრმა ძილს უზრუნველყოფს.

თავში დინამიკებიც ვახსენეთ. ბალიშში ჩამონტაჟებული დინამიკებით მუსიკის მოსმენა შეგეძლებათ, ისე რომ გვერდით მყოფს არ შეაწუხებთ და არც ყურსასმენებით დაძინება მოგიწევთ.

მეტიც, ბალიშთან დაკავშირებული აპლიკაციით თქვენი ძილის ანალიზიც შეგიძლიათ. ბალიში აკონტროლებს ადამიანის ძილის ხანგრძლივობას და ფაზას, რის მიხედვითაც თქვენი ძილის მთლიანი სტატისტიკა გექნებათ და მას მონიტორინგს გაუწევთ.

დაბოლოს, AirCozy-ის ბალიში თქვენს დილაზეც ზრუნავს. მაღვიძარის უსიამოვნო ხმისგან განსხვავებით, ბალიში თანმიმდევრულად გაღვიძებთ. ის ჯერ ნათებას იწყებს და გასტიმულირებთ. ამით ბალიში ადამიანის ორგანიზმს ნელ-ნელა ანიშნებს, რომ შეწყვიტოს მელატონინის გამოყოფა და დაიწყოს ენერგიის ჰორმონების გამომუშავება.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შემქმნელები ამბობენ, რომ AirCozy-ის ჭკვიანი ბალიში თქვენთან ერთად იძინებს და იღვიძებს.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.