მინაშვილის თქმით, სალომე სამადაშვილის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებაზე, დამოუკიდებლად მოეწერა ხელი შარლ მიშელის ახალი დოკუმენტისთვის, პოლიტსაბჭო იმსჯელებს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს და სალომე სამადაშვილი, რომელიც იქ არის ახლა წარმოდგენილი, ინდივიდუალურად აწერს ხელს, როგორც შესული პარლამენტარი და ეს ეწინააღმდეგება იმ დისკუსიას, რომელიც ჩვენ გვქონდა პოლიტსაბჭოში დღეს და იმ შუალედურ გადაწყვეტილებას და ეს არის პარტიის პოზიციის წინააღმდეგ. [...] ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო იმსჯელებს", — განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არ შეცვლილა და პარტია კვლავ დარწმუნებულია, რომ ეს დოკუმენტი არ არის საუკეთესო გზა ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოყვანისთვის. კერძოდ, ენმ-ს "წუხილები" აქვს ამნისტიის კანონთან, ვადამდელ არჩევნებთან და იმასთან, რომ დოკუმენტში არ წერია ცესკოს ხელმძღვანელის ცვლილება.
ამასთან, აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ ნიკა მელია არ იქნება თავისუფალი, შემდგომი მოლაპარაკებების სივრცე არის "ძალიან შეზღუდული".
"ჩვენი უმთავრესი მიზანია მელია იყოს გარეთ და ის უნდა იყოს ხელმომწერი. საერთო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში იყო ის, რომ ნებისმიერ ტიპის შემდგომი მოლაპარაკება უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია არის გათავისუფლებული", — თქვა მინაშვილმა.
შეგახსნეებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ინდივიდუალურად მოაწერა ხელი. წინადადებას აქვს ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინდივიდუალური ხელმოწერაც. ეს ორი პარტია დოკუმენტის გარკვეულ ნაწილებს არ ეთანხმება. მაგალითად, ევროპული საქართველოს კრიტიკას არჩევნების ნაწილი იმსახურებს, რომელიც გულისხმობს რიგგარეშე არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე მეტს ვერ აირებს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძროაბას, ამ პუნქტთან ერთად, მათ არ მოსწონთ ამნისტიის შესახებ კანონიც, რომელშიც ზუსტად არ არის მითითებული, შეეხება თუ არა ამნისტია 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სამართალდამცავებს.
დოკუმენტს ხელს არ აწერს ლეიბორიტული პარტიაც, ხოლო ხელმომწერები არიან: ქართული ოცნება, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი, გირჩი — მეტი თავისუფლება და მოქალაქეები.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები