ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტზე ხელისმოწერით დღეს საქართველო ევროპისკენ დგამს ნაბიჯს.

"საქართველო დღეს ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ხელი მომწერა ამ დოკუმენტისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის მელია და რურუა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში ჩვენ აღარასდროს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვნი ქვეყნის მეგობრების, იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს", — განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციური სპექტრი სრულად იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.