ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი შეთანხმების დოკუმენტს ხელს ინდივიდუალურად მოაწერს. ამის შესახებ მან პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომისა და ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტის ხელმოწერისგან თავს შეიკავებს სანამ ნიკა მელია რჩება პატიმრობაში. თუმცა, ასევე პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით, პოლიტსაბჭო, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია, მე გადავწყვიტე, რომ ინდივიდუალურმა წევრმა [მოვაწერო ხელი]", — განაცხადა სამადაშვილმა.

დღეს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე მიშელის ახალი დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს. სამადაშვილმა სხდომა დროზე ადრე დატოვა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ფასილიტატორ ელჩებთან შესახვედრად წავიდა.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, რა არის ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების საუკეთესო ფორმა.

გაიგეთ მეტი: