ქალი ფეხბურთელების მიმართ სექსუალური ძალადობისა და დიდი ოდენობის თანხის თაღლითობის სავარაუდო დანაშაულზე წვრთნელს ბრალი წარუდგინა. საფეხბურთო კლუბის ქალი ფეხბურთელების უფლებებს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის — PHR იცავს. PHR-ის ცნობით, სასამართლომ მწვრთნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა.

"სასამართლომ დაზარალებული ქალი ფეხბურთელების ადვოკატს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, ამით ხელი შეუშალა დაზარალებულების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას.

სასამართლომ არ აუკრძალა დანაშაულში ბრალდებულ მწვრთნელს გოგოებთან (დაზარალებულებთან) მიახლოება, რის გამოც ბრალდებული მიზანმიმართულად ჩნდება იმ სივრცეებში, სადაც გოგოები იმყოფებიან (მათ შორის მატჩის დროს) და ამით განზრახ იწვევს განმეორებით ტრავმას, უჩენს გოგოებს შიშს და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

PHR მოითხოვს პროკურატურამ დანაშაულში დაზარალებული ქალი ფეხბურთელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომა დაუყოვნებლივ მიიღოს.

გაიგეთ მეტი: