საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონმა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის ალფა ჯგუფმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ორ — მოსამზადებელ და
კულმინაციურ ფაზებად განხორციელდა:

მოსამზადებელ ფაზაში სამედიცინო, საცეცხლე, ტაქტიკური და არაკონვენციური ბრძოლების მომზადების სავარჯიშოები ჩატარდა. კულმინაციურ ფაზაში კი, შექმნილი სცენარის მიხედვით პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაცია, რეიდი განხორციელდა.

"სწავლება სტრატეგიულ პარტნიორთან გამოცდილების გაზიარებას და სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ასიმეტრიული ბრძოლების წარმოების დროს ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. წვრთნების მიზანი ასევე, სახელმწიფო უწყებებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება იყო", — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.