პოლიტიკური მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ხალხი რომელიც უნდა ქმნიდეს პოლიტიკურ დღის წესრიგს, პოლიტიკურ სპექტრს "მძევლად ჰყავს აყვანილი".

"ძალიან სამწუხარო და გასაბრაზებელია, რომ ხალხი, რომელიც პოლიტიკური პოზიციების და დღის წესრიგის დამკვეთი უნდა იყოს, მძევლად ჰყავს აყვანილი პოლიტიკურ სპექტრს. ჩვენ კი არ უნდა ვეხვეწოთ, ჩვენ ვართ დამკვეთები და უნდა ვთქვათ, რომ დავსჯით მათ თუკი არ მოაწერენ ხელს დოკუმენტს [...]

ქვეყანას რომ სჭირდებოდა თამარ მეფე ყუთლუ-არსლანსაც კი მოელაპარაკა, ესენი კიდევ ფეხებს აბაკუნებენ იმის ხარჯზე რომ ჩვენი დღის წესრიგი არ ხორციელდება. როგორც ჩანს, აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ანტიდასავლურია", — აცხადებს ანა დოლიძე.

იგი შეთანხმების ახალ დოკუმენტს დადებითად აფასებს.

"შარლ მიშელის ეს დოკუმენტი არის ძალიან კარგი, ესაა კომპრომისული დოკუმენტი. ახლა კი პოლიტიკურმა პარტიებმა, პირველ რიგში ხელისუფლებამ, უდნა მიიღონ გადაწყვეტილება — ან წაიყვანენ ქვეყანას წინ, ან ჩვენ ისევ მოვიხარშებით საკუთარ წვენში, რაც პოლიტიკურ ფასად უნდა დაუჯდეს იმ ელიტას, რომელიც ტელევიზორიდან გველაპარაკება", — განაცხადა დოლიძემ.