Tesla, რომელიც ავტოპილოტით მოძრაობდა, ჩრდილოეთ ჰიუსტონში ხეს დაეჯახა. გარდაიცვალა ორი ადამიანი.

"მძღოლის ადგილას არავინ იჯდა", — განაცხადა პოლიიცის სერჟანტმა, სინტია უმანზორმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 2019 წლის Tesla Model S მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მოსახვევის აღქმა დააგვიანა და გზიდან გადავარდნის შემდეგ ხეს დაეჯახა, რამაც მანქანის აალება გამოიწვია.

ცეცხლის განეიტრალების შემდეგ ადგილობრივმა მაშველებმა წინ, მძღოლის გვერდით, ერთი მგზავრი აღმოაჩინეს, მეორე კი უკანა სავარძელზე იჯდა.

მომხდართან დაკავშირებით ტესლასა და ეროვნული გზების უსაფრთხოების ადმინისტრაციას განცხადება არ გაუკეთებია.

ამერიკის შეერთებული შტატების ავტომობილთა უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ მათ დაიწყეს 27 საქმის გამოძიება, რომელიც ტესლას ავტონომიური მართვის სისტემების მიერ გამოწვეულ ავარიებს უკავშირდება.

თავის მხრივ, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, სრულად ავტონომიური მართვის სისტემებიდან დიდ მოგებას ელოდება — "წელს უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მანქანებმა სრულად დამოუკიდებლად იარონ, ადამიანის ჩაურევლად".