თუ ბავშვობაში თქვენი დილა ნარუტოს თავგადასავლებით იწყებოდა, თქვენთვის სამწუხარო ამბავი გვაქვს: ლეგენდარული ანიმეს ერთ-ერთი რეჟისორი, ოსამუ კობაიაში 16 აპრილს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი რეჟისორი, ილუსტრატორი და ანიმატორი კიბოს ებრძოდა.

ოსამუ კობაიაში Naruto: Shippuden-ის ყველასათვის საყვარელი რამდენიმე ეპიზოდის (480-483-ე) ავტორია, რომლებიც ნარუტოსა და მისი მეგობრების ბავშვობის, მათ შორის, ნარუტოსა და ჰინატას შეხვედრის ამბავს გვიყვება.

ნარუტოს გარდა, ოსამუ კობაიაშის შემოქმედებიდან აღსანიშნავია ანიმეები Beck, Paradise Kiss და Dororo(2019).