ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაატოვებინეს
ტოტენჰემ ჰოტსპურში გატარებული 17 თვის შემდეგ ჟოზე მოურინიომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად გაათავისუფლეს კიდევ ოთხი მწვრთნელი: ჟოაო საკრამენტო, ნუნო სანტოსი, კარლოს ლალინი და ჯოვანი კერა.
"ჟოზე და სხვა მწვრთნელები ჩვენ გვერდით იყვნენ კლუბის ყველაზე რთულ პერიოდში", — აღნიშნავს ტოტენჰემის თავჯდომარე, დენიელ ლევი, — "ჟოზე ნამდვილი პროფესიონალია, რომელმაც პანდემიის პერიოდში უდიდესი ძლიერება გამოიჩინა. პირადად მე მასთან მუშაობა მომწონდა და ვწუხვარ, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც წარმოგვედგინა. მას აქ ყოველთვის გულთბილად დავხვდებით და მადლიერები ვიქნებით მისი და მისი სამწვრთნელო გუნდის გაწეული ძალისხმევისთვის
პორტუგალიელმა არგენტინელი მოურისიო პოჩეტინო 2019 წლის ნოემბერში ჩაანაცვლა და პრემიერ ლიგის გასულ სეზონში კლუბი მეექვსე პოზიციამდე დააწინაურა.
ლიგის გასულ სამ თამაშში მოპოვებული ორი ქულის შემდეგ ტოტენჰემი ამჟამად მეშვიდე პოზიციას იკავებს. ინგლისურმა კლუბმა მარტში ევროპა ლიგაც დატოვა. ზაგრების დინამოსთან დამარცხების შემდეგ მოურინიომ კლუბს "შემართება" დაუწუნა, კაპიტანმა ჰუგო ლორისმა კი გუნდის თამაშს "სირცხვილი" უწოდა.
"ჩემს გუნდს საერთოდ არ ეტყობოდა, რომ მნიშვნელოვან თამაშს თამაშობდა", — აღნიშნა მოურინიომ მატჩის შემდეგ, — "თუ რომელიმე მათგანისთვის ეს მნიშვნელოვანი თამაში არ არის, ჩემთვის არის. ჩემი საქმისა და კარიერისადმი პატივისცემის გამო, ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. მჯერა, ტოტენჰემის ყველა ფანისათვისაც ასეა. სხვა შემართებაა საჭირო. დამწუხრებული არ ჰქვია იმას, რასაც ახლა ვგრძნობ, რადგან ეს სევდაზე მეტია".
თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველად, მოურინიოს გუნდი 10-ჯერ დამარცხდა ერთ სეზონში. ამასთან, ამ სეზონზე პრემიერ ლიგის არცერთ სხვა გუნდს იმაზე მეტი ქულა არ დაუკარგავს პოზიციებში, რამდენიც ტოტენჰემმა დაკარგა.
მოურინიოს თანამდებობაზე ყოფნისას, კლუბმა ბოლო მატჩი ევერტონთან გამართა, რომელიც ფრედ დამთავრდა.
მომდევნო თამაშს, ინგლისის ლიგის თასის ფარგლებში, კლუბი 25 აპრილს ჩაატარებს და მანჩესტერ სიტის შეხვდება.
18 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ ტოტენჰემი პრემიერ ლიგის იმ ექვს კლუბს შორისაა, რომლებიც ევროპულ სუპერ ლიგას შეუერთდებიან.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
კომენტარები