გირჩის ერთ-ერთი ლიდერ იაგო ხვიჩიას შეუძლებლად მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის 90 დეპუტატიდან 90-ვე იყოს ისეთი, ვისაც მათი შვიდი გეგმიდან ქვეყნისთვის აუცილებლად არცერთი არ მიაჩნდეს.

"პარლამენტში ქართულ ოცნებას ჰყავს 90 დეპუტატი. უბრალოდ შეუძლებელი მგონია, რომ თქვენ ყველა დეპუტატი აზრი გაგეგოთ და ასევე, შეუძლებელი მგონია ამ პარლამენტში 90 დეპუტატიდან 90-ვე იყოს ისეთი, რომ შვიდიდან არცერთი გეგმა არ მიაჩნდეს აუცილებლად ამ ქვეყნისთვის. მე არ რწმენით შემოვედი ამ პარლამენტში და ამ რწმენით მინდა დაველაპრაკო ჩემს კოლეგებს ყველა პარტიიდან", — განაცხადა ხვიჩიამ.

გირჩის ლიდერები, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტში მივიდნენ.

გირჩის ლიდერებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი დღეს პარლამენტში მისვლამდე პარტიის ფეისბუქგვერდის პირდაპირ ეთერში მოაწერეს.