საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საექსპორტო საქონელი ჩინეთში გავიდა (109,8 მილიონი დოლარი), მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი კვლავ თურქეთია (343,3 მილიონი დოლარი).

სავაჭრო ბრუნვის მიხედვით კი, რომელიც ექსპორტისა და იმპორტის ჯამს წარმოადგენს, თურქეთთან 418,96 მილიონის, რუსეთთან — 329,84 მილიონის, ხოლო ჩინეთთან 292,57 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელზე ვივაჭრეთ.

ასეთია იმ 10 პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალი, ვისთანაც სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში ყველზე მეტი საქონელი ვიყიდეთ და გავყიდეთ:

  1. თურქეთი — სავაჭრო ბრუნვა — 418,96 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 15,1%;
  2. რუსეთი — სავაჭრო ბრუნვა — 329,84 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 11,9%;
  3. ჩინეთი — სავაჭრო ბრუნვა — 292,57 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 10,5%;
  4. აზერბაიჯანი — სავაჭრო ბრუნვა — 250,29 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 9%;
  5. აშშ — სავაჭრო ბრუნვა — 160,02 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 5,8%;
  6. სომხეთი — სავაჭრო ბრუნვა — 152,23 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 5,5%;
  7. უკრაინა — სავაჭრო ბრუნვა — 139,37 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 5%;
  8. გერმანია — სავაჭრო ბრუნვა — 111,42 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 4%;
  9. ბულგარეთი — სავაჭრო ბრუნვა — 86,13 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 3,1%;
  10. იტალია — სავაჭრო ბრუნვა — 61,35 მილიონი დოლარი, მთლიანი ბრუნვის 2,2%;

დანარჩენ პარტნიორ ქვეყნებთან 771 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელზე ვივაჭრეთ, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 27,8%-ია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2,77 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0,3%-იანი კლებაა. სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში ექსპორტი 5,3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 2,4%-ით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ კვარტალში ექსპორტის 44,7% დსთ-ს ქვეყნებში, ხოლო 19,1% ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა. იმპორტის მიხედვით კი ასეთი მდგომარეობაა: მთლიანი იმპორტირებული საქონლის 31,2% დსთ-ს ქვეყნებისგან ვიყიდეთ, ხოლო 22,6% ევროკავშირიდან შემოვიდა.