ამბერ ჰერდი ახალ ფოტოს ავრცელებს, სადაც ის ფანებს მიანიშნებს, რომ Aquaman-ის მეორე ნაწილში მონაწილეობას მიიღებს.

მსახიობმა Intagram-ზე ფოტო განათავსა, სადაც ის Aquaman-ის გადასაღებ მოედანზეა. სავარაუდოდ სურათი პირველი ფილმის დროს არის გადაღებული, რადგან მეორე ნაწილზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

როგორც ხედავთ, ამბერს ხელში წიგნი უჭირავს, მისი პერსონაჟისთვის დამახასიათებელი წითელი თმა აქვს და პირდაპირ კამერას უყურებს. წარწერა ფოტოზე კი ამბობს, რომ ამჯერად Aquaman-ის გადაღებაზე წიგნის ნაცვლად Kindle-ს წაიღებს.

ამბერის მონაწილეობა Aquaman-ის მეორე ნაწილში, უამრავი მაყურებლისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, ამის მიზეზი კი მისი, ჯონი დეპთან სკანდალური განქორწინებაა. 2018 წელს ამბერ ჰერდმა ყოფილი მეუღლე ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. სასამართლომ 14 ინციდენტიდან 12 შემთხვევაში ამბერ დაზარალებულად მიიჩნია, რის შედეგადაც კინოკომპანია Warner Bros.-მა ჯონი დეპს ჯადოსნური არსებების მესამე ფილმში როლი დაატოვებინა.

განაჩენის მიუხედავად კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავის გულშემატკივრები ამბერს ცილისწამებაში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ ჰერდის მერას როლიდან მოხსნას, თუმცა, სავარაუდოდ, მსახიობმა ის შეინარჩუნა.

ფოტო: WarnerBros / Aquaman

კომიქსების გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ფილმის მეორე ნაწილის გამოსვლას. შეგახსენებთ, რომ Aquaman პირველი ფილმია DC Comics-ის კინოსამყაროდან, რომელმაც 1 მილიონ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო.ფილმმა გულშემატკივრების გული მარტივი თემებით და მსუბუქი იუმორით მოიგო. Wonder Woman-ის და Aquaman-ის გამოსვლამდე, DC-ის ფილმები უფრო დრამატულობით გამოირჩეოდა, რაც ძალიან განსხვავდებოდა Marvel-ის კინოსამყაროსგან, რასაც მაყურებელი უფრო მიჩვეული იყო. ჯეისონ მომოამ იდეალურად მოირგო ბევრისთვის საყვარელი პერსონაჟი, ფილმის წარმატებების ერთ-ერთ მიზეზად, მისი ქარიზმატული შესრულებაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ფოტო: WarnerBros / Aquaman

აქუამენის და მერეს პირველ ფილმში დაწყებული, სასიყვარულო ურთიერთობა სავარაუდოდ მეორე ნაწილშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე ფილმის პრემიერა 2022 წლის დეკემბერში იგეგმება. გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ისტორიის განვითარებას.