დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 659, ხოლო გარდაიცვალა — 10 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 5 650, PCR-ით — 4 100.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,93%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 3,06%, ხოლო 7 დღის — 3,58%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 936-ს, გამოჯანმრთელდა — 281 574, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 949 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა;
  • აჭარა — 57;
  • იმერეთი — 35;
  • ქვემო ქართლი — 20;
  • შიდა ქართლი — 7;
  • გურია — 16;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 80;
  • კახეთი — 23;
  • მცხეთა-მთიანეთი — 10;
  • სამცხე-ჯავახეთი — 9;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 1 720, აჭარაში — 413, იმერეთში — 377.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში — 292, აჭარაში — 75, იმერეთში — 76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში — 66, აჭარაში — 8, იმერეთში — 8.

437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 — თბილისში, 200 — აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 243, ხოლო აჭარაში — 7.

სულ 6 ოქტომბრიდან — 18 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 456 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 8 577 პირი, აჭარაში — 2 098, იმერეთში — 1 189.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: