უამრავი ადამიანი აღდგომის დღესასწაულს საგულდაგულოდ მომზადებული კერძებით, ტკბილეულითა და ლამაზად გაწყობილი სუფრით ხვდება. აღდგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და საზოგადოების ნაწილმა სააღდგომო სამზადისი უკვე დაიწყო. სწორედ ამიტომ გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც, სულ მცირე, გამორჩეული სუფრის შექმნისთვის საჭირო ფანტაზიას მაინც გაგიღვივებს. იხილე 7 რამ, რაც შენს სააღდგომო სუფრას განსაკუთრებულს გახდის:

1. ფერადი კვერცხები

ფოტო: Karolina Bobek / Unsplash

აღდგომის დღესასწაული კვერცხების წითლად შეღებვას უკავშირდება, თუმცა უამრავი ადამიანი წითელ ფერს არ სჯერდება და ფანტაზიას მეტ გასაქანს აძლევს. შეგიძლია, კვერცხების ნაწილის შესაღებად შენი საყვარელი ფერები გამოიყენო და ლამაზი ორნამენტებითაც კი გააფორმო.

2. ჯეჯილი

ფოტო: Dustin Humes / Unsplash

უამრავი ადამიანი წინასააღდგომო პერიოდში ხორბლის მარცვლებს თესავს და დღესასწაულზე შეღებილ კვერცხებს ჯეჯილზე ათავსებს. შეგიძლია, ჯეჯილისთვის განსაკუთრებული ლანგარი შეიძინო ან თავად დაამზადო და შენი სააღდგომო სუფრა კიდევ უფრო გამრავალფეროვნო.

3. პასკა

ფოტო: Freepik

პასკა აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, მას თავად ამზადებ თუ ყიდულობ, დაგვეთანხმები, რომ ლამაზად მორთული პასკა ნებისმიერ სააღდგომო სუფრას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ქიშმიში, გარგარის ჩირი, ატმის ჩირი, უკურკო ქლიავის ჩირი, ჩირი შოკოლადში — პასკის მოსართავად განსაკუთრებული ტკბილეული ნუ დაგენანება!

4. სააღდგომო კალათა

ფოტო: Freepi

შეგიძლია, პასკა, ჯეჯილი და ფერადი კვერცხები განსაკუთრებულ სააღდგომო კალათაში მოათავსო. თუ სუფრის დასამშვენებლად ორიგინალური და გამორჩეული კალათა გსურს, შეგიძლია, ის საკუთარი ხელითა და ფანტაზიით გააფორმო. ნობათითა და ტკბილეულით სავსე კალათა შენს სააღდგომო სუფრას ნამდვილად გაამრავალფეროვნებს.

5. მაგიდის სუფრა და სხვადასხვა ფორმის ხელსახოცები

ფოტო: shutterstock

სააღდგომო სამზადისზე ზრუნვისას მაგიდის ლამაზი სუფრაც არ უნდა დაგავიწყდეს, რომელიც შენ მიერ მომზადებულ კერძებს უფრო გემრიელს, დეკორაციებს კი — უფრო თვალშისაცემსა და მომხიბვლელს გახდის. ხელსახოცებისთვის გამორჩეული ფორმების მიცემა კიდევ ერთი ისეთი დეტალია, რომელიც ნებისმიერ სუფრასა და დღესასწაულს უხდება.

6. სააღდგომო ბაჭია

ფოტო: Freepik

ბევრ ქვეყანაში აღდგომის ერთ-ერთი სიმბოლო კურდღელია, ამიტომ შენც შეგიძლია, სუფრა ბაჭიის ფორმის დეკორაციებით ან კერძებით მორთო. უსაყვარლესი ცხოველის დანახვა პატარებსაც ნამდვილად გაახარებთ!

7. ტკბილეული

ფოტო: shutterstock

მოდი ვაღიაროთ: ტკბილეული ნებისმიერი დღესასწაულის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ზედმეტი არასდროსაა! თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ პირი სასარგებლო ტკბილეულით ჩაიტკბარუნო. ამისათვის, გირჩევთ, ტკბილეულის ლანგარზე განსაკუთრებული ადგილი სხვადასხვა სახის ჩირსა და ხილის ჩიფსს დაუთმო. ქლიავის ჩირი, ხურმის ჩიფსი, ლეღვის ჩირი შოკოლადში, საზამთროს ჩირი, მანდარინის ჩიფსი — თუ მრავალფეროვანი გემოებისა და სასარგებლო ნუგბარის მოყვარული ხარ, ფართო არჩევანს ჩიკორი შემოგთავაზებს, რომელიც უგემრიელესი ნუგბარის დასამზადებლად ადგილობრივ ნედლეულს იყენებს.

ფოტო: ჩიკორი

განსაკუთრებული საააღდგომო სუფრის შექმნაში ჩიკორი დაგეხმარება, რომელიც შენი სუფრის გემოსა და სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად მომხმარებლებს განსაკუთრებულ წინასააღდგომო ფასდაკლებასაც სთავაზობს. აქციის ფარგლებში, 19 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით შეგიძლია, ჩიკორის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ნებისმიერი პროდუქტი განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინო და შენს მშვენიერ სააღდგომო სუფრას დაუვიწყარი შტრიხები შემატო.