2014 წელს მომხდარი აფეთქების საქმეზე, ჩეხეთი ქვეყნიდან რუსეთის 18 დიპლომატს აძევებს. ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ კავშირი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა, რომელიც, ასევე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს, თქვა, რომ რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი აშკარად იდენტიფიცირებულია, როგორც კრემლის სახელით მომუშავე სამხედრო ჯაშუშები. მათ ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათიანი ვადა მისცეს.

Deutsche Welle-ს ცნობით, ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, მიმდინარე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კიდევ ორ პირს ეძებენ.

აფეთქება საბრძოლო მასალების ქარხანაში, ქალაქ ვრბეტიცეში, პრაღიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 330 კილომეტრზე 2014 წლის ოქტომბერში მოხდა. შედეგად კერძო კომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა.