დედოფალ ელიზაბეთ II-ის ქმარი და ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი, 17 აპრილს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია უინძორების სასახლეში, წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა.

სამეფო წესების მიუხედავად, ცერემონია მოკრძალებულად ჩატარდა. ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით, მას მხოლოდ 30 ადამიანი ესწრებოდა, რომელთა შორისაც სამეფო ოჯახის წევრები, ნათესავები და ფილიპის ახლო მეგობრები იყვნენ.

ფილიპის სასახლე ტაძარში გრენადერის წინამძღოლობით მიაბრძანა პროცესიამ. მას მალევე მიჰყვენ სამეფო ოჯახის წევრები, დედოფალი კი ცერემონიაზე მარტო მივიდა.

პრინცი ფილიპი 2021 წლის 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეგულაციების გათვალისწინებით, ცერემონიაზე მყოფ ყველა პირს პირბადე ეკეთა.

ფოტო: Dominic Lipinski / Pool / AFP / Getty

პრინცი უილიამი და კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინი ტაძარში, ლოცვის დროს

ფოტო: Yui Mok / Pool / AFP / Getty

პრინცი ჰარი ცერემონიას მარტო დაესწრო, რადგან ექიმების რჩევით, მეგან მარკლი, რომელიც ორსულადაა, ამერიკაში დარჩა.

ფოტო: Yui Mok / Pool / AFP / Getty Images

ფილიპის სასახლის თავზე მისი კუთვნილი რამდენიმე ნივთი მოათავსეს, ედინბურგის ჰერცოგის დამსახურების აღსანიშნავად.

ფოტო: Danny Lawson / Pool / AFP / Getty Images

ფილიპის შვილი, პრინცი ჩარლზი და მისი ცოლი, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა

ფოტო: Dominic Lipinski / Pool / AFP / Getty Images

ფილიპის სასახლე პროცესიაზე იმ ლენდ როვერმა წაიღო, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა თავად ჰქონდა მიღებული.

ფოტო: Hannah McKay / WPA Pool / Getty Images

ფილიპის შვილიშვილები, პიტერ ფილიპსი, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი

ფოტო: Alastair Grant / WPA Pool / Getty

ფილიპის შვილები, პრინცი ჩარლზი და პრინცესა ენი

ფოტო: Aaron Chown / Pool / AFP / Getty Images

ლონდონის ერთ-ერთ მოედანზე დედოფლისა და ფილიპის გამოსახულებით ბანერი გამოიტანეს.

ფოტო: Niklas Halle'n / AFP / Getty Images

პრინც ფილიპს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მისი ყოფილი სკოლის მოსწავლეებმაც შოტლანდიაში.

ფოტო: Jane Barlow / PA Images / Getty Images

უინძორების სასახლის მიმდებარედ ყვავილები მიმოფანტეს.

ფოტო: Hannah McKay / WPA Pool / Getty Images

73-წლიანი ქორწინების შემდეგ დედოფალი ელიზაბეთ II პრინც ფილიპს დაემშვიდობა.

ფოტო: Jonathan Brady / Pool / AFP / Getty Images

ფოტო: Victoria Jones / Pool / Reuters