"ეს გაგდებაზე უარესია" — ასე ეხმაურება მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის გადაწყვეტილებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ გამოძიების დასრულებამდე თეატრი მას ყველა როლიდან ხსნის.

"როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში... ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი... რომ აგიხსნათ, ამაე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს" — წერს მსახიობი და რუსთაველის თეატრის დებულებას აქვეყნებს.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

გაიგეთ მეტი: