სამოქალაქო აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი სერიალ სამეფო კარის თამაშების ჯონ სნოუს პერსონაჟთან მსგავსებაზე ამბობს, რომ მის შემთხვევაში არა, მაგრამ სხვების შემთხვევაში მსგავსებები უფრო შეიმჩნევა. რაც შეეხება თავად სერიალზე, ამბობს, რომ ის არ უნახავს.

"არამხოლოდ მე, დღეს ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ის ხალხი ვინც ამ პროტესტში აქტიურად არის, როგორც მე ისე სხვები ჩართული, ყველას დაკავშირებები მოხდა. მართლა შეიმჩნევა [მსგავსება]. ჩემ შემთხვევაში არა, უფრო სხვების შემთხვევაში შეიმჩნევა მსგავსებები და ეს დამთხვევები ჩემთვისაც სასაცილოა.

რა თქმა უნდა, არ მინახავს. არ მაქვს ნანახი ეს სერიალი", — ამბობს გოლეთიანი TV პირველთან.

ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტ ვარლამ გოლეთიანს ჯონ სნოუს პერსონაჟს სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი ადარებს. ბოლო დღეების განმავლობაში ფეისბუქზე, ასევე, გამოჩნდა, ჰესის მოწინააღმდეგე სხვა ადამიანების ფოტოები.