პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები არ შეიძლება განაპირობებდეს კრიმინალის ზრდას.

"ყველანაირი სტატისტიკით, მძიმე დანაშაულებები არის 2-ჯერ თუ მეტჯერ შემცირებული [...] სამწუხაროა, მაგრამ, არამარტო საქართველოში, მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ისეთი დანაშაულებები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და აყვანა მძევლების. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად — დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი", — განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს, 16 აპრილს, ავლაბარში, საქართველოს ბანკის შენობაში, შეირაღებული პირი შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. დაახლოებით ერთ საათში თავდამსხმელი დააკავეს და მძევლები გაათავისუფლეს.