"გვინდა, გირჩის სამეფო გადავიტანოთ პარლამენტის შენობაში" — 19 აპრილს პარტიის წევრები პარლამენტში მივლენ
პარტია გირჩის წევრები — იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია ორშაბათს, 19 აპრილს, პარლამენტში მივლენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ისინი არ აპირებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, თუმცა ისარგებლებენ პარლამენტარის გარკვეული პრივილეგიებით.
"განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან, ჩვენ არ ვიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას. არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საქმიანობებში, ანუ, ზოგადად პარლამენტის სხდომებში, საკომიტეტო მოსმენებში, კომისიებში და ა.შ. არც მივლინებებში და არც მსგავს რაღაცებში. თუმცა, გამოვიყენებდით პარლამენტის წევრის გარკვეულ პრივილეგიებს, მაგალითად იმუნიტეტს, რომელიც გვაქვს, როგორც პარლამენტის წევრებს და ზოგადად, მე მგონია, რომ გვჭირდება ამ პოლიტიკურ რეალობაში, რა საგიჟეთიც გვაქვს მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ მას ფასი დაუკარგა ნიკა მელიას საქმეზე ხელისუფლებამ.
ასევე, გვინდა და ვისარგებლებთ იარაღის ტარების უფლებით. მესამე საკითხი იყო პარლამენტის შენობაში პრეს-ბანერი რომ არის პარლამენტის, საიდანაც ჩემი კოლეგები იძლევიან ხოლმე ინტერვიუებს, მაგ პრეს-ბანერით სარგებლობა. შესაბამისად გვინდა, რომ გავიცნოთ, ზოგადად, ეს პარლამენტის შენობა. გვინდა, რომ გირჩის სამეფო გადავიტანოთ პარლამენტის შენობაში და საარჩევნო კამპანია შემდეგი ნებისმიერ არჩევნებისთვის ვაწარმოოთ პარლამენტის შენობიდან", — ამბობს გირჩი.
მისი თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, გარკვეულ პრივილეგიებს ყველა იყენებს. ხვიჩია ფიქრობს, რომ დეპუტატის პრივილეგიების არგამოყენება აბსურდია.
"ყველა იყენებს გარკვეულ პრივილეგიებს, ჩვენი კოლეგები. მაგალითად, იყენებენ პრივილეგიებს ხელფასის და საბიუჯეტო დაფინანსების ამბავში, იმუნიტეტის ამბავში, ღამე საშვით გადაადგილების ამბავში და ა.შ. ჩვენც ვთქვით, რომ ასეთი ტიპის პრივილეგიების არგამოყენება აბსურდია", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები