ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით, 2021 წლის 24 აპრილს, 12-დან 17 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 29 უნივერსიტეტს 16 ქვეყნიდან.

ფოტო: LEAF

ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ისინი ასევე შეძლებენ, პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს, მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50-პროცენტიანი და 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, რეგისტრაცია გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე LeafOnlineFair.com

State University of New York at Oswego (SUNY Oswego)

სასწავლებელი დაარსდა 1861 წელს ოსვეგოს დაწყებითი კლასების მასწავლებლების სატრენინგო სკოლად, ნიუ-იორკის შტატში, აშშ-ში. უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება სასწავლო მიდგომებით. მათი მიზანია, აღზარდონ სტუდენტები, რომლებიც მზად იქნებიან მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებთან ადაპტაციის გასავლელად.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 120-ზე მეტ პროგრამას, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე. ოსვეგოში სწავლა შესაძლებელია დისტანციურაც.

საბაკალავრო პროგრამებს შორისაა:

  • ფინანსური აღრიცხვა
  • გამოყენებითი მათემატიკა
  • ხელოვნება
  • ეკონომიკა
  • ქიმია
  • კინემატოგრაფია
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • გეოლოგია
  • მარკეტინგი
  • ლინგვისტიკა და ბევრი სხვა.

სამაგისტრო პროგრამებს შორისაა:

  • ბიზნეს ადმინისტრირება (MBA)
  • ქიმია
  • ბავშვთა განათლება
  • გრაფიკული დიზაინი
  • სტრატეგიული კომუნიკაციები
  • სასკოლო ფსიქოლოგია და სხვა.

ამასთან, უნივერსიტეტს სხვადასხვა მიმართულებით აქვს 70 მეორადი სპეციალობის პროგრამაც.

მსურველებს სასწავლებელი ასევე სთავაზობს რამდენიმე ხუთწლიან კომბინირებულ პროგრამას: სატელევიზიო კომუნიკაციები და ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქცია, საზოგადოებრივი ბუღალტერია.

ბაკალავრიატზე სწავლის საფასური, საერთო საცხოვრებლის ხარჯთან ერთად, უცხოელი სტუდენტებისათვის $32 782-ია წელიწადში.

სამაგისტრო საფეხურზე წლიური საფასური $23 100-ის ფარგლებშია (12+ კრედიტი). MBA პროგრამის შემთხვევაში სწავლის ღირებულება წელიწადში $24 390-ის ფარგლებშია (12+ კრედიტი). აღნიშნული ფასი არ მოიცავს საცხოვრებლის ხარჯებს.

უნივერსიტეტი გასცემს სხვადასხვა სახის დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების 89 პროცენტი იღებს ამგვარ ფინანსურ დახმარებას.

State University of New York at Oswego-ს წარმომადგენელთან პირადად შეხვედრის და გასაუბრების შესაძლებლობა განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე გექნებათ. ღონისძიება 24 აპრილს, 12-დან 17 საათამდე გაიმართება. მასზე დასწრება კი, როგორც აღვნიშნეთ, LEAF-ის ვებგვერდზე წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი.