Google მუდამ თავდაუზოგავად მუშაობდა და ხვეწდა Google Earth-ის სიზუსტეს, ვიზუალსა და ფუნქციურ მხარეს. დღეს Google Earth-მა ბოლო წლების უდიდესი განახლება მიიღო. მას თაიმლეფსი დაემატა.

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ მთელი დედამიწის ცვლილებას 1984 წლიდან დღემდე. აქ კარგად დაინახავთ, თუ როგორი გავლენა აქვს გლობალურ დათბობას დედამიწაზე.

ახალ ფუნქციას გუგლი Timeline-ს ეძახის. სატელიტების მიერ გადაღებული მილიონობით ფოტო გუგლმა თაიმლეფსად აქცია და 1984 წლიდან დღემდე, დედამიწის ნებისმიერი წერტილის ცლილებას შეგვიძლია დავაკვირდეთ.

კოლოსალური ზომის ფოტომასალა გუგლმა NASA-სგან და ევროკავშირის კოპერნიკის პროგრამისგან მიიღო. ასეთი თაიმლეფსის შექმნას განუზომლად დიდი გამომთვლელი ძალა ჭირდება.

ამ ყველაფერს ორი მილიონი გამომთვლელი საათი დასჭირდა, პროცესში კი Google Cloud-ში მყოფი ათასობით კომპიუტერი იყო ჩართული. 20 პეტაბაიტი სატელიტური ფოტოები 4,4 ტერაპიქსელ ზომის ვიდეოდ იქცა, რაც 530 000 4K ვიდეოს ზომას ნიშნავს. ეს ყველაფერი ჩვენს კარბონ-ნეიტრალურ, 100%-ით განახლებად ენერგიაზე მომუშავე დატა ცენტრებში მოხდა — განაცხადა Google-მა

იმისათვის, რომ Google Earth-ის ახალი ფუნქცია გამოცადოთ, მიყევით ამ ბმულს.