თბილისის საკრებულოსთან ცხრა სახანძრო ავტომობილია მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი თბილისის საკრებულო სხვენში იყო და შენობაში არ გავრცელებულა.

"ახლა უკვე ლოკალიზაციაა ხანძრის და ლიკვიდაციასაც მივიღებთ," - განუცხადეს On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში. მისივე თქმით, რამდენიმე წუთში მოხდა ხალხის ევაკუაცია.