საშიში სიგნალია მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისთვის — სოციალური სამართლიანობის ცენტრი მუმლაძის დაკავებაზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის დაკავება და მის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით დაწყებული გამოძიება სახიფათო პრეცედენტს ქმნის გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული წესრიგის თვალსაზრისით.
"ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტების მიმართ დაუსაბუთებელი საპოლიციო ძალის გამოყენების ტენდენცია კრიტიკას და შეშფოთებას იმსახურებს. ამავდროულად, სუსტი და არაეფექტიანია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება, რასაც მსუსხავი ეფექტი აქვს ამ უფლებით სარგებლობაზე", — წერია მათ განცხადებაში.
მათივე თქმით, ბოლო თვეებში სამართალდამცავებმა არაერთხელ გამოიყენეს გიორგი მუმლაძის მიმართ დაუსაბუთებელი საპოლიციო ღონისძიებები და ადმინისტრაციული სანქციები.
"მოცემულ შემთხვევაში, გიორგი მუმლაძე მოქმედებდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროში, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ ფიზიკური ზემოქმედებით ჩიხში მოქცეული ცდილობდა მათგან თავის გათავისუფლებას, რაც საგამოძიებო ორგანოს მიერ შეფასდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად", — წერენ ისინი.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ შეკრების უფლების შეზღუდვისას პროტესტის მხარდამჭერების მიერ გამოხატული ნება, გააგრძელონ საკუთარი აზრის გამოხატვა და პოლიციას არ მისცენ დაკავების შესაძლებლობა, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს — პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
"აღნიშნული მუხლის ამგვარი ინტერპრეტაცია და სამოქალაქო აქტივისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შეკრების დროს პოლიციისგან თავის დახსნისკენ მიმართული ქმედების გამო, მორიგი საშიში სიგნალია ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისთვის. ხელისუფლება აქამდე მრავალგზის ნაცადი ადმინისტრაციული მექანიზმების ნაცვლად, ახლა უკვე იყენებს უფრო მძიმე რეპრესიულ პოლიტიკას და პროტესტის გამოხატვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით, უხეშად ერევა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში", — წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს:
- შეწყდეს გიორგი მუმლაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა;
- უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა;
- დროულად იყოს გამოძიებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უსაფუძვლო, თვითნებური ჩარევის შემთხვევები.
14 აპრილს ქართული ოცნების ოფისთან აქციის დროს ერთი აქტივისტი, გიორგი მუმლაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მუმლაძის დაკავების გასაპროტესტებლად სამოქალაქო აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელმა გიორგი მუმლაძეზე ფიზიკურად იძალადა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები